დიმიტრი ქუმსიშვილი: მერის გადადგომის საფუძველს ვერ ვხედავ

ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მერის წინააღმდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი უსაფუძვლოდ შეაფასა. მისი თქმით, საჩივრის უსაფუძვლობა პროკურატურამ უნდა შეაფასოს.
“საჩივრის საფუძვლიანობა ან არასაფუძვლიანობა უნდა შეაფასოს თავად პროკურატურამ. შესაბამისად, მან უნდა იმოქმედოს, თუ ამ უწყებას მიმართეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მერის გადადგომის საფუძველს ვერ ვხედავ”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის მერის მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს და განცხადება პროკურატურაში უკვე შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები