ვიცე-მერი: მერიაში საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს

თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მერიაში საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს. როგორც ქუმსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ბერიკაშვილი გადადგა თანამდებობიდან და გადავიდა სხვა სამსახურში.
„შესაბამისად, ჩვენ ცოტა ხანში წარვადგენთ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამდებობას ტოვებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძეც, თბილისის ვიცე-მერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს, რის გამოც კომენტარს ვერ გააკეთებს.
“ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს”, – აღნიშნა ვიცე-მერმა.
დიმიტრი ქუმსიაშვილი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და მცდარი უწოდა. “თქვენ ცდებით. ავთანდილ სუდაძესთან კონფლიქტი არ მაქვს”,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან წასვლას დიმიტრი ქუმსიშვილთან კონფლიქტის გამო გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები