თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ერთნაირი მოსაზრება აქვთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებზე მიღებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ერთნაირი მოსაზრება გააჩნიათ. მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილს ეროვნული ბანკის მიმართ უარყოფითი მოსაზრება მაშინაც არ დაუფიქსირებია, როდესაც ლარის კურსი ხშირად იცვლებოდა.
არსებული ინფორმაციით, ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა ვეტო დაადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები