სახელმწიფო დეპარტამენტი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტპატიმრებზე საუბრობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა პოლიტპატიმრების საკითხი. ანგარიშში აღნიშულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს საშუალება მისცა, შეხვედროდნენ იმ პირებს, ვისაც ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ. ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ პირებთან შეხევედრის შემდეგ გამოიტანეს დასკვნა, რომ აღნიშნული პირების საცხოვრებელ პირობებთან პრობლემები არ დაფიქსირებულა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პატიმრების ნათესავები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს უფლება მისცა, შეხვედროდნენ იმ პირებს, ვისაც პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ პირებთან შეხევედრის შემდეგ გამოიტანეს დასკვნა, რომ შესვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ასევე ამ პირების საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები