კლინიკა „ლანცეტში“ 26 წლის პატიმარი რჩება

სასჯელაღსრულებლის სხვადასხვა დაწესებულებიდან კლინიკა „ლანცეტში“ გუშინ გვიან ღამით შვიდი პატიმარი გადაიყვანეს. შვიდივე პატიმარს მკურნალობა ჩაუტარდა და ექვსი პატიმარი გუშინვე გაწერეს. ამ დროისთვის კი საავადმყოფოში ერთი მსჯავრდებული – 26 წლის მამაკაცი რჩება, რომელსაც ჭრილობა მარჯვენა წინა მხარზე აქვს მიყენებული.
როგორც კლინიკის მთავარი ექიმი ნინო ნადირაძე აცხადებს, პატიმრებს დაზიანებები მიყენებული ჰქონდათ თავისა და სხვადასხვა არეში.
„ჰოსპიტალიზებული მხოლოდ ერთია, ესეც ალბათ დღეს გაეწერება. ველოდებით ანალიზების პასუხს და თუ დამაკმაყოფილებელი იქნება შედეგები, დღესვე გავწერთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები