რა მდგომარეობაში არიან კლინიკა „ლანცეტში“ მოთავსებული პატიმრები

კლინიკა „ლანცეტში“ მოთავსებულ ოთხ პატიმარს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წუხელ გადაიყვანეს, ამ წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. როგორც „კვირას“ „ლანცეტში“ განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 4 პატიმარია გადაყვანილი. მათ მძიმე ჭრილობები აღენიშნებათ. ექიმების თქმით, მათ ნაწილს  ყელის ჭრილობა, ნაწილს – ფეხის, ნაწილს კი სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.
„კვირამ“ ასევე პატიმარი პაციენტების ვინაობის გარკვევაც მოახერხა, ესენია: ბექა. ო; დავით.ო; გიორგი.გ; გიორგი.ბ;
სასაჯელაღსრულების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. როგორც „კვირას“ პრესსამსახურში განუცხადეს, პატიმრები კლინიკაში თვითდაზიანებებით მოხვდნენ. უწყებაში დაჭრილების რაოდენობის დასახელებისგან თავს იკავებენ. სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები