„პატარა მანჰეტენი“ ვერეს ხეობაში – რა პროექტს ამზადებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები

სტიქიისგან განადურებული ვერეს ხეობის ახალ პროექტთან დაკავშირებით ქართველი და იტალიელი ექსპერტები ამ წუთებში კონფერენციას მართავენ.

კონფერენციის მონაწილეებს ახალი ალტერნატიული პროექტი აქვთ შემუშავებული, რომელიც, მათი თქმით, ვერეს ხეობაში უნდა განხორციელდეს.

მათი თქმით, ვერეს ხეობის ტერიტორიაზე იგეგმება სარეკრეაციო ზონის, საცხოვრებელი კორპუსებისა და ბიზნესთაუერის აშენება. პროექტს მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

„ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელები, დავიწყეთ იმ პრობლემის კვლევა, რაც ვერეს ხეობაშია და ალტერნატიული პროექტი გვაქვს, რომ „პატარა, ლამაზი მანჰეტენი“ შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით და ნაპირგასამაგრი სამუშაოების გაკეთებით ან სრული ანაზღაურებით, რა ზიანიც კი მიადგა მოსახლეობას. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს გამოხატული ნორმალურ და ღირებულ დახმარებაში. არა ის, რომ ადამიანი გადავასახლოთ ვაკიდან ვარკეთილში, რომელსაც ყველაფერი წაართვა სტიქიამ. თბილისსაც დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც აქამდე ჰქონდა“,- განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები