ბათუმის მერია „ბუდკების“ აღების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს

ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩიდან ე.წ. ბუდკების აღების შესახებ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გაავრცელებს – ამის შესახებ „კვირას“ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განუცხადა.
„თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. გავავრცელებთ განცხადებას, სადაც ყველა საკითხზე იქნება პასუხი გაცემული“, – აღნიშნა ერმაკოვმა. შეაგხსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ე.წ. ერმაკოვის ბუდკები აიღეს. ქალაქის მერიამ ნაცრისფერი კონსტრუქციებისგან ტერიტორიის გათავისუფლება გვიან ღამით დაიწყო. ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ გუშინ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „კვირასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე ახლად აშენებული „ბუდკები“ თავადაც არ მოსწონდა.
მისი თქმით, ე.წ. ბუდკები, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზეა განთავსებული, დროებითია და მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებით დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები