ბათუმში ე.წ. ერმაკოვის ბუდკები აიღეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ე.წ. ერმაკოვის ბუდკები აიღეს. ქალაქის მერიამ ნაცრისფერი კონსტრუქციებისგან ტერიტორიის გათავისუფლება გვიან ღამით დაიწყო.

ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა.

პროცესს თვალყურს მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადევნებდნენ, რომელთაც ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვინ გასცა ჯიხურების დემონტაჟის ბრძანება.

სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჯიხურების დადგმის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო და ცენტრალურ ნაწილში მათი განთავსება, გარე მოვაჭერეებისთვის ლოკაციის შეცვლის აუცილებლობით ახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები