თინათინ ხიდაშელი თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თურქ კოლეგას, ისმეთ ილმაზს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება. შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თურქმა კოლეგამ თინათინ ხიდაშელი თურქეთში დაგეგმილ სამმხრივ მინისტერიალზე მიიწვია.

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების აღნიშნული შეხვედრა შემოდგომაზე გაიმართება.

ისმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხში მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მან ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას მწუხარება გამოხატა თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელს ქართველი მაშველების გადამზადებაც შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები