სააკაშვილმა არძინბას ნაბიჭვარი უწოდა (ვიდეო)

ტელეარხ ICTV-ზე ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ინალ არძინბას „ნაბიჭვარი“ უწოდა. სააკაშვილის თქმით, არძინბა უკრაინაში დესტაბილიზაციის პროექტების კურატორია. მათ აქვთ პროექტი „ბესარაბია“, რომელსაც ხელმძღვანელობს აფხაზი სეპარატისტების ისტორიული ლიდერის – ვლადისლავ არძინბას შვილი – ინალ არძინბა. ეს ნაბიჭვარი კრემლში ზის და ის, ჩემი ინფრომაციით, რამდენჯერმე შეხვდა ვლადიმერ პუტინს“, – აცხადებს სააკაშვილი. სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ოდესის ოლქში სიტუაციის დესტაბილიზაცია არ მოხდეს.

https://www.youtube.com/watch?v=GdAJHTA9Khw&feature=youtu.be&app=desktop

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები