“კავკასიაში “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურების გამო საზღვრებზე კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება”

ჩვენ ვმუშაობდით როგორც “ისლამური სახელმწიფოს“ მიმართულებით, ასევე იმარათ კავკასიის მიმართულებით და ისევ გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, კავკასიაში “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურების გამო საზღვრებზე კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.

„გამოწვევებს ცოტა ისე ვიტყოდი, ცოტა დიდი ნათქვამია, გამოწვევები განაცხადეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი ჩვენთვის და კავკასიისთვის. ეს ადამიანები იყვნენ ყოველთვის გამიჯნებულები და არ ეთანხმებოდნენ ამ “ისლამურ სახელმწიფოს“, აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჩავერთვებით, ჩვენ ვმუშაობდით როგორც “ისლამური სახელმწიფოს“ მიმართულებით, ასევე იმარათ კავკასიის მიმართულებით და ისევ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა მაქსიმალურად კონტროლს და უფრო მეტად გავამკაცრებთ იგივე საზღვრებს და იგივე სადაც ეს ადამიანები მოძრაობენ, სირიაში, ასევ ვთქვათ, თურქეთში არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვარი თუ არის, ერთ-ერთი თურქეთის მიმართულებაა. აქედან გამომდინარე გამკაცრებულია, ასევე ხაზს ვუსვავ ყველაზე ერთ-ერთი კარგად დაცული თუ არის უმაღლეს დონეზე- არის თურქეთის მიმართულება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები