საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

საკრებულოს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, სხდომას, კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე უძღვებოდა კომისიის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ ჩხოლარია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტი ნატო მამალაძე, ასევე მოქალაქეები – ნოდარ ბერიაშვილი და ნანა მახარობლიძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე კომისიის წევრებმა მემკვიდრეობით მიღებულ საკრედიტო ვალდებულებასთან დაკავშირებით არასრულწლოვანი მოქალაქის ნოდარ ბერიაშვილის განცხადება განიხილეს. გულიკო ზუმბაძის განმარტებით, მშობლების გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვან ძმებს ნოდარ და საბა ბერიაშვილებს დედის მიერ აღებული საკრედიტო ვალდებულების დაფარვას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სთხოვს. დახმარებისთვის ნოდარ ბერიაშვილმა ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ნეფარიძეს განცხადებით მიმართა, რომელშიც ოჯახის ფინანსური მდგომარეობა დეტალურად წარმოადგინა.

კომისიამ აღნიშნული განცხადება და მასში წარმოდგენილი გარემოება განიხილა და სახალხო დამცველის აპარატისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამოსავლის გზებზე იმსჯელა.

„ჩვენი კომისია, სახალხო დამცველის აპარატსა და განათლების სამინისტროსთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბერიაშვილების ოჯახი ბინის გარეშე არ დარჩეს. ჩვენ მივმართავთ საფინანსო ორგანიზაციას თხოვნით, ჰუმანური მიდგომები განახორციელონ ამ მოზარდების მიმართ. ასევე მივმართავთ ადგილობრივ გამგეობას და კეთილი ნების ადამიანებს. ამასთან, ვაპირებთ, განათლების სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავოთ, რომელიც ასეთი ტიპის შემთხვევების დროს არასრულწლოვანების უფლებების მაქსიმალური დაცვისკენ იქნება მიმართული“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

სხდომაზე დეპუტატებმა კომისიის გადაწყვეტილების შესრულების თაობაზეც იმსჯელეს, რომელიც რომელიც კომპანია „თამ-ენერჯსა“ და თანამშრომლებს შორის ვალდებულებების შესრულების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას ეხებოდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები