“სამაშველო ოპერაციაში “სუპერ პუმები” გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან არანაირი სამაშველო აღჭურვილობა არ გააჩნია”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განმარტებით,“სუპერ პუმას “ტიპის ვერტმფრენებს არანაირი სამაშველო აღჭურვილობა არ გააჩნია.

მისი თქმით, შესაბამისად, ისინი სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს “პუმები” იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო.

„სუპერ პუმებზე“ მიდის მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან. ეს არ არის იაფფასიანი ნივთი, რომ ერთ დღეში გაკეთდეს, რა თქმა უნდა, პროცედურები სჭირდება. მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იგივე იმ განცხადებებს, ამა თუ იმ მოქალაქის, გვარსა და სახელს არ დავასახელებ, თუ რატომ არ იყო გამოყენებული „სუპერ პუმები“ სამაშველო ოპერაციაში.
პირველ რიგში, სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული „სუპერ პუმები“, იქიდან გამომდინარე, რომ ეს „პუმები“ იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო. იმას არანაირი აღჭურვილობა არ აქვს, არანაირი, რომ გამოყენებული ყოფილიყო სამაშველოდ. ეს იყო ერთ-ერთი პიროვნების გადასაადგილებლად, ასე ვთქვათ, პირველი პირის, მაშინდელი პრეზიდენტის, სავარაუდოდ. იქ არის მოწყობილი სავარძლები და უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი, ანუ კომფორტია ძალიან მაღალი. ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ ვერანაირად სამაშველო სამსახურისთვის. რომც ყოფილიყო გამართული, შემდგომში ის აუცილებლად უნდა აღიჭურვოს – ათასი მიმართულებაა, ვთქვათ, სამაშველოსი, არის იქ ე.წ. ლიბიოდკები – ამოსაყვანი ადამიანის, იქ ასევე პროჟექტორებია დასაყენებელი, ღამე შეიძლება გამოიყენო მისი ფუნქციები. ვერტმფრენებს საერთოდ უჭირს, იშვიათია, ისეთი სპეცაღჭურვილობით, რომ ღამე იფრინოს. ქალაქში ძალიან რთულია, სადაც არის ელექტროსადენები, ასევე ხეები და ა.შ. რთულია ძალიან, დაბლა ვერ დაეშვება“,-განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები