ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი, პაატა მახარაძე და ავთანდილ ქვარიანი დააკავა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წარმომადგენელმა მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხის ნერგების უკანონოდ გასხვისების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი. ასევე დაკავებულია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, სამასალე ხეების უკანონოდ მოჭრის ნებართვის გაცემისა და მოჭრილი მასალის გადაზიდვის დროს მფარველობისათვის მოქალაქისგან ქრთამის სახით 800 ლარი აიღო. ორივე ფაქტზე საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები