თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ფეიქრების, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის, მინდელის, შავგულიძის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, გელოვანის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გაგარინის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: იაშვილის, ასათიანის, ქიქოძის, ამაღლების, ნაკაშიძის, ლარსის და პეტრიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I, II კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის და რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ავლაბრის, ვახტანგ VI, წერეთლის, მესხიშვილის, ცუცქირიძის, ბაჩანას და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გულუას და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები