გაწმენდითი სამუშაოების დროს ზოლებიანი აფთრის ლეში იპოვეს
ზოოპარკის ტერიტორიაზე, გაწმენდითი სამუშაოების დროს ზოლებიანი აფთრის ლეში იპოვეს. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს ვოლიერების გაწმენდა მოხდა, მათ შორის იმ ვოლიერისაც, სადაც დაკარგული ვეფხვი ბინადრობდა, თუმცა მტაცებელის ლეში იქ არ აღმოჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორია მთლიანად არ გაწმენდილა და შესაძლოა, დაკარგული ვეფხვის ლეში სხვა ვოლიერში აღმოაჩინონ.