სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის სინჯების მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სასმელი წყლის სინჯების კვლევას თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქუჩებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წყლის სინჯების აღება ხორციელდება ასევე მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე.
დღეს ლაბორატორიული კვლევის მორიგი შედეგები გახდა ცნობილი, კერძოდ, წყნეთის 59-ში, კოსტავას I შესახვევში, გედევანიშვილის, ატენისა და გაბაშვილის ქუჩებზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. წყლის ნიმუშების აღება გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები