დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვას უმნიშვნელოვანესი მიღწევები აქვს

საყოველთაო ჯანდაცვას უმნიშვნელოვანესი მიღწევები აქვს – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც ჯანდაცვის სერვისების სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე გაიმართა.
„ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ეს პროექტი მუშაობს, იყო საკმაოდ ცხარე, ინტენსიური მსჯელობები. იყო კრიტიკაც. საქმიან კრიტიკას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით. იყო ტენდენციური დამოკიდებულებები. ასევე იყო სხვადასხვა მეთოდოლოგიით შესრულებული შეფასებები, რომლებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლეოდა. ცხადია, ამით არავითარ შემთხვევაში არ მინდა იმის თქმა, რომ ეს იდეალური პროექტია. ზოგადად, იდეალური პროექტის მონახვა ალბათ შეუძლებელია, მით უმეტეს – ჯანდაცვაში. ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის პროექტიც მუდმივ განახლებას, გაუმჯობესებას, მონიტორინგს საჭიროებს და იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორები ამაშიც დაგვეხმარებიან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები