დაკარგული ვეფხვის ვოლიერს, სავარაუდოდ, დღეს გაწმენდენ

დაკარგული ვეფხვის ვოლიერს, სავარაუდოდ, დღეს გაწმენდენ და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა ვეფხვი ცოცხალი. ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიები მთელი ღამის განმავლობაში სუფთავდებოდა. როგორც აცხადებენ, სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების გაწმენდას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა დასჭირდება.
როგორც ცნობილია, ზოოპარკის ადმინისტრაციამ გუშინ სტიქიამდე აღრიცხულ ბინადართა სია გამოაქვეყნა.
“მტაცებლების განყოფილება: 6 თეთრი ლომი, 8 ლომი, 7 ვეფხვი, 1 სერვალი, 13 მგელი, 2 ტურა, 1 ცივეტა, 13 დათვი, 2 ლეოპარდი, 3 იაგუარი, 1 აფთრისებრი ძაღლი, 4 აფთარი, 3 მელა, 2 დიდყურა მელა, 1 მილკბილა;
ჩლიქოსნების განყოფილება: 5 ზებრა, 1 დიკ დიკი, 2 სპილო, 3 ნიამორი, 1 ჰიპოპოტამი, 1 მარტორქა, 5 ლამა (1 ც. გორში), 2 კეთილშობილი ირემი, 3 ხალებიანი ირემი, 1 ტაპირი, 9 აზავერი (2 ნაშიერი), 9 ცხენი, 11 პონი (2 ნაშიერი), 60 კამერუნის თხა, 1 კანა, 2 ფაფრიანი ცხვარი, 4 ვირი, 1 პრეჟევალსკის ცხენი, 1 ჯუჯა პონი, 2 ფალაბელა, 9 ტახი, 3 ჯიხვი; ფრინველების განყოფილება: 17 პინგვინი, 22 ფარშევანგი, 3 გედი, 4 სვავი, 5 ორბი, 1 ბექობის არწივი, 2 ველის არწივი, 2 მთის არწივი, 1 კონდორი, 8 ხონთქრის ქათამი, 7 ალმასისფერი ხოხობი, 5 ოქროსფერი ხოხობი, 1 ოქროსფერი ბაჯაღლო ხოხობი, 8 ვერცხლისფერი ხოხობი, 8 სამეფო ხოხობი, 2 სვაინოს ხოხობი, 1 გავაზი, 30 კოლხური ხოხობი, 35 გარეული იხვი, 8 ინდაური, 30 მტრედი, 3 თუთიყუში არა, 65 განუყრელი თუთიყუში, 36 ტალღოვანი თუთიყუში, 16 კორელა, 2 როზელა, 1 აბისინიური რქაცხვირა, 1 გვირგვინოსანი წერო, 2 წეროტურფა, 4 ახალზელანდიური თუთიყუში, 2 საყელოიანი თუთიყუში, 3 თუთიყუში ჟაკო, 1 თუთიყუში კაკადუ თეთრი, 1 მომღერალი თუთიყუში, 2 ჰოლანდიური ქათამი, 4 სირაქლემა; პრიმატების განყოფილება: 6 ლემური, 5 მაჩვზღარბა, 3 მწვანე ანთარი, 15 ჰამადრილის ბაბუინი, 3 ენოტი, 1 ქოჩორა გიბონი, 2 სიამანგი, 7 შინშილა; ეგზოტარიუმი: 469 თევზი, 98 ქვეწარმავალი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები