იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ხურციძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი ქვედა კიდურების არეში ჰქონდა ნასროლი და ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.
ცნობისთვის: გუშინ იოსებიძის ქუჩაზე N47 -ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ორმა უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ში მომხდარს ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.