ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, მოქალაქე დავით ნამთალაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს შეიძინა რამდენიმე ათასი ერთეული „BETEK“-ის სასაქონლო ნიშნის მქონე ცარიელი ტომარა და ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროში მის მიერ შეძენილი ტომრების გამოყენებით კუსტარულად დაამზადა „BETEK“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობის წებო-ცემენტი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა მოახდინა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მინდინარებოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.