ხარაგაულში ბავშვმა მშობლების კონფლიქტის გამო თვითმკვლელობა სცადა
იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 11 წლის ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ამ ქმედებამდე მშობლების კონფლიქტის გამო მივიდა. ამ დროისთვის 11 წლის მოზარდი სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.