სანადირო თოფით დაჭრილი 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
სამართლდამცველები 41 წლის მალხაზ ა-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ეჭვმიტანილს ეძებენ.
შემთხვევა 20 ივნისს, კასპის რაიონის სოფელ ეზატში მოხდა. ეჭვმიტანილმა მალხაზ ა. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, მიყენებული ჭრილობის შედეგად გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლით აღიძრა. სამართალდამცეველებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.