biletebi.ge განცხადებას ავრცელებს
biletebi.ge განცხადებას ავრცელებს, რომელიც კომპანიის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. “კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს გაიმართა შეხვედრა GFF-ში, სადაც ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს გულშემატკივრების მიერ ბილეთების შეძენა.
ველოდებით UEFA-ს გადაწყვეტილებას და მითითებებს, რის შესახებაც დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მომხმარებლების უპრეცედენტოდ დიდი ნაკადი დაფიქსირდა ჩვენს სერვერულ მოწყობილობებზე, რისი განახლების შემდეგაც ვერ მოხერხდა მომსახურების გაწევა.
ასევე გაცნობებთ, რომ დამატებით ბილეთების გაყიდვა არ მომხდარა, ყველა ბილეთი ინახება სისტემაში.
biletebi.ge თავის მხრივ ბოდის უხდის გულშემატკივრებს და არ გაურბის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.