სერგო თეთრაძის მეუღლე და ახალაიას ახლობლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გლდანის ციხეში 2011 წელს გარდაცვლილი პოლკოვნიკის – სერგო თეთრაძის მეუღლე და ბაჩო ახალაიას ახლობლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თეთრაძის მეუღლე სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ სერგო თეთრაძის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, 2008 წლის ომში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. სერგო თეთრაძის მეუღლის მტკიცებით კი, მისი მეუღლე პატრიოტი იყო, რომელიც მეგის ქარდავამ და ბაჩო ახალაიამ, აღიარებითი ჩვენების მოთხოვნის საფუძველზე, სასტიკი მეთოდებით აწამეს. ინციდენტში მანდატურები ჩაერივნენ.
სასამართლო პროცესი 24 ივნისს 12:00 საათისთვის გადაიდო,სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები