ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესი დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ პროცესის დაწყებისთანავე სასამართლო დატოვა.
პროკურორმა განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე საქმეში დაზარალებულის სტატუსით ცნობილი სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე უნდა დაიკითხოს და იგი სასამართლოში 15 წუთში მივიდოდა, თუმცა ახალაიამ განაცხადა, რომ რომ იგი ვერ დაუცდიდა, რადგან სასამართლოს პატიმრის მოსათავსებელში ლოდინს არ აპირებს.
“იმისთვის მომიყვანეთ, რომ იმ ჯურღმულში დამაბათ? იცით, რამხელა გზა უნდა გამოიარო იმ საშინელების, აქ რომ მოყავხარ?” – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები