დავით ნარმანია: სტიქიის განმეორების ალბათობა შედარებით მცირეა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, სტიქიის განმეორების ალბათობა შედარებით მცირეა, – ამის შესახებ ა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“სტიქიის განმეორების ალბათობა შედარებით მცირეა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იქნება უხვი ნალექი, ძირითადი ნაწილი კალაპოტის გაწმენდილია. სახლებში, რომლებიც მდინარესთან ახლოსაა განლაგებული, იქ მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ანუ გამოყვანილია, ამიტომაც როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი საფრთხეები არ არსებობს”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები