რა მოხდა სასტუმროში, სადაც სტიქიისგან დაზარალებულები ცხოვრობენ – მათ განვუმარტეთ, რომ ელექტროტექნიკა ჩართული არ დაეტოვებინათ…

სასტუმრო “აისბერგში“, სადაც 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულები დროებით ცხოვრობენ, სასტუმროს მეპატრონესა და სატუმროში მცხოვრებ ერთ-ერთ დაზარალებულს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

როგორც “კვირას“ სასტუმროს ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა განუცხადა, რამდენიმე თვის წინ სასტუმროში ელექტროსადენების გადატვირთვის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ამიტომ სასტუმროს ადმინისტრაცია უსაფრთხოების მიზნით, სტუმრებს მოუწოდებს, ნომრის დატოვებისას კონდიციონერი, ტელევიზორი და სხვა დენის წყაროსთან მიერთებული ტექნიკა ჩართულ მდგომარეობაში არ დატოვონ. ადმინისტრატორის განმარტებით, იგივე გაფრთხილება მიიღეს დაზარალებულმა ოჯახებმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სასტუმროში დროებით განთავსდნენ, თუმცა, როგორც ადმინისტრატორი აცხადებს, ერთ-ერთმა გოგონამ ეს არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც სასტუმროს მეპატრონემ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ უსაფრთხოების მიზნით ნომერში არც კონდიციონერი და არც სხვა ელექტროტექნიკა ჩართული არ დაეტოვებინა.
„ელექტროტექნიკა, ელექტროსადენები დატვირთვით მუშაობს, ამიტომ როდესაც ჩვენთან შემოვიდნენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები, მათ განვუმარტეთ, რომ ნომრის დატოვებისას ელექტროტექნიკა, სინათლე ჩართული არ დაეტოვებინათ, თუმცა ერთ-ერთმა გოგონამ ეს არ გაითვალისწინა და სასტუმროს მეპატრონემ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მეტი სიფრთხილე გამოეჩინა, ეს იყო და ეს, არ ვიცი, რაზე დაყრდნობით წერენ იმას, რომ სასტუმროს მეპატრონე ცუდად ეპყრობა დაზარალებულებს. მათ საუბარს ესწრებოდნენ სასტუმროში მყოფი სხვა დაზარალებულებიც, მოდით და ჰკითხეთ, რა და როგორ იყო. მეპატრონე ძალიან კარგად ეპყრობა თითოეულ მათგანს, მეტიც, გარდა იმისა, რომ ისინი ჩვენს სასტუმროში დაბინავდნენ, მან, მათ საჩუქრებიც გადასცა“, – განუცხადა “კვირას“ სასტუმროს ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა ნანა ბალახაძემ.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი წერდა, რომ სასტუმრო “აიბერგის“ მეპატრონე დაზარალებულებს ეპყრობა არაადეკვატურად და მუდმივ კონფლიქტის რეჟიმშია მათთან. “უკრძალავს კონდიციონერის და სინათლის ჩართვას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები