ხათუნა თოთლაძემ სულეიმან დემირელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და იქ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
თოთლაძემ საქართველოში თურქეთის ელჩს, ლევენთ გურმუქჩუს, თურქეთის რესპუბლიკის მეცხრე პრეზიდენტის, სულეიმან დემირელის გარდაცვალების გამო, მიუსამძიმრა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამორჩეული სახელწიფო მოღვაწის, თურქეთის რესპუბლიკის მეცხრე პრეზიდენტის, სულეიმან დემირელის გარდაცვალების გამო. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება მისი განსაკუთრებული წვლილი საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში სიმშვიდისა და სტაბილურობის გამტკიცებაში”,- განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები