პოზიციის” ორგანიზებით ჯგუფმა “ვაკის პარკმა” საქველმოქმედო სოლო კონცერტი გამართა (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციამ” ახალი პროექტის – „ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად“ – ფარგლებში 18 ივნისს, კლუბ One Side -ში მორიგი ღონისძიება გამართა. ამჯერად კლუბში ქუჩის მუსიკოსებისა და ჯგუფ “ვაკის პარკის” სოლო კონცერტი შედგა და ღონისძიებიდან შესული თანხა მთლიანად გადაეცა გოგოლაძეების ოჯახს, რომლის მცირეწლოვანი შვილიც, ბარბარე უცხოეთში გადაუდებელ სამედიცინო ოპერაციას საჭიროებს.
“პოზიციის” ორგანიზებით მაისში უკვე ჩატარდა ანალოგიური ღონისძიება და შესული ფულადი შემოწირულობაც 15 წლის მოზარდის, სოციალურად დაუცველი მიხეილ სხვიტარიძის ოჯახს გადაერიცხა.
18 ივნისის ღონისძიებაზე ასევე პატივი მიაგეს თბილისში 13 – 14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნას. საღამოზე გამოცხადდა სტიქიისას დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი სპეციალური ანგარიში, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი თანხა ჩაერიცხათ. ახლო მომავალში “პოზიციის” ორგანიზებით ქუჩის მუსიკოსები ღია ცის ქვეშ კონცერტს გამართავენ და იქიდან შესული თანხა 13-14 ივნისის სტიქიისას დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები