მინდია ჯანელიძე სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო. ადგილზე მოინახულა ვაკის სოსისების ქარხნის ტერიტორია, რომელიც ამ დროისთვის სრულადაა გაწმენდილი ნარჩენებისგან. აგრეთვე დაათვალიერა მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის დასრულებულია ძაღლების თავშესაფრის გაწმენდა დახოცილი ცხოველების ლეშებისგან.
მინდია ჯანელიძე შეხვდა სვანიძის ქუჩაზე მომუშავე სამხედროებს და მოხალისეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები