სვანიძის ქუჩაზე მკვდარი დათვი იპოვეს
თბილისში, სვანიძის ქუჩაზე 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩაზე ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებლის დათვის ლეში იპოვეს, თუმცა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მოხალისეები და მაშველები კიდევ სამ მკვდარ ცხოველს ეძებენ.
„მიმდინარეობს ცხოველების ამოღება გალიებიდან. ერთი დათვი ამოყვანილია და მინიმუმ სამია ამოსაყვანი, რომელსაც ტექნიკა უახლოეს მომავალში ამოიყვანს“, – განაცხადა სახელმწიფო კრიზისების საბჭოს წარმომადგენელმა ნოდარ ნადირაშვილმა.