სახალხო დამცველის აპარატმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 50 ათასი ლარი გამოყო

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახალხო დამცველის აპარატმა 50 ათასი ლარი გამოყო – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უჩა ნანუაშვილი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას და სოლიდარობას მიესალმება. ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორი საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით, კიდევ მეტად გააქტიურებს მცდელობებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს 2015 წლის 13 ივნისის ღამეს თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამოსწორებისა და დაზარალებულთა დახმარების საქმეში.შესაბამისად, სახალხო დამცველმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2015 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში და 19 ივნისს წერილობით სთხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნება – 50 ათასი ლარის ოდენობით, მიმართოს სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები