კახა კალაძე: ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ვაკე-საბურთალოს ახალი მაგისტრალის დანგრევა უგულავას ან სააკაშვილის ბრალია

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის მერის განცხადებას და არ იზიარებს აზრს, რომ ვაკე-საბურთალოს ახალი მაგისტრალის დანგრევა გიგი უგულავას ან მიხეილ სააკაშვილის ბრალია. ამასთან, კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, აღნიშნული მაგისტრალის დაპროექტება არასწორად მოხდა.
„შეიძლება ცოტა უხერხულიც იყოს, მე არ მინდა დავაბრალო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ეს არის უგულავას, სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალი, რადგან ჩვენ არ გვაქვს საბოლოო დასკვნა, არ გვაქვს კვლევები. არც იმას დავეთანხმები, რომ გარკვეული ტელევიზიები ქალაქის მერს- დავით ნარმანიას აბრალებენ ამ ყველაფერს. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს იყო სტიქია, რომელიც ჩვენს დედაქალაქს თავს დაატყდა. ამის პრევენცია და წინასწარმეტყველება შეუძლებელია. რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა, ახალი გზა არასწორად იყო დაპროექტებული, შესაძლოა, ეს, მართლაც, ასე იყო, მაგრამ ამას სჭირდება დასკვნები და სერიოზული გამოძიება და, შესაბამისად, თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, ყველამ პასუხი უნდა აგოს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები