„ვეფხვმა რომ პიროვნება დაგლიჯა, ამას სტიქიის გაგრძელებას მივაწერდი და არა ვინმეს ბრალეულობას“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯვაში ვინმეს ბრალეულობას ვერ ხედავს. მისი განცხადებით, ეს სტიქიის გაგრძელება იყო.
“დირექტორსაც აღარ ეგონა, თუ ცოცხალი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი არ გვიპოვია და მხეციც შეიძლება, დაკარგულიყო. ესეც შეიძლება სტიქიას მივაწეროთ და არა ვინმეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯა “ნაციონალების” ბრალია, ისევ “ნაციონალები” ავრცელებენ. “ჩვენ ვიცით მაგათი ხელწერა, ფეისბუქზე წერენ ასეთ აბსურდს, რომ ვითომ “ნაციონალებმა” შეიყვანეს და ჩაკეტეს იქ ვეფხვი. ვფიქრობ, ეს ისევ მათი ხელწერაა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები