დედაქალაქის საკრებულო: დეპუტატთა მიერ იარაღის ტარების უფლების საკითხის განხილვა არ ყოფილა

 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატთა მიერ იარაღის ტარების უფლების საკითხის განხილვა არ ყოფილა. მათივე იგანცხადებით, ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი არც საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის სახელზე და არც საკრებულოს კანცელარიაში შესულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც მათ იარაღის ტარების უფლება უნდა მიეცეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები