ბიძინა ივანიშვილი: ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა
ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს განუცხადა. ივანიშვილი ზოოპარკთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ “ზოგი ჭირი მარგებელია”.
მისი თქმით, ახლა მთავრობა იზრუნებს ზოოპარკის გადატანაზე, რაშიც, თავადაც დაეხმარება. თუმცა, ივანიშვილის მტკიცებით, ეს არ ნიშნავს, რომ ზოოპარკს ყიდულობს.
“ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა. 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.