ვინ არის მამაკაცი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ავეჯის უფასოდ დამზადებას სთავაზობს?

ორი  შვილის მამამ,  თამაზ პაპიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ავეჯის უფასოდ დამზადებას სთავაზობს.  „კვირამ“ გაარკვია, რომ ხელოსანი რუსთავის მკვიდრია და იქ, აგერ უკვე მეხუთე წელია,  ხის მცირე საამქრო აქვს.  ფეისბუქში გამოქვეყნებულ სტატუსს დაზარალებულები უკვე გამოეხმაურნენ და  პაპიაშვილს შეთავაზებისთვის მადლობაც გადაუხადეს. „კვირა“ ხელოსანს დაუკავშირდა, რომელმაც  აღნიშნა, რომ  ამ ფორმით შეეცადა, დაზარალებულებისთვის თანადგომა გამოეხატა.

10295817_1105216412826664_7905622179447570635_n„რაც თბილისში მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა.  დაზარალებულების ადგილზე ჩემი თავი წარმოვიდგინე და გადავწვიტე, დაზარალებულებს პირადად მე,  რითიც შემეძლო, იმით დავხმარებოდი. ქართველებს მხოლოდ სუფრაზე არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.  მე შემიძლია  დაზარალებულებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ავეჯი შევუკეთო, ან მასალის მოწოდების შემთხვევაში,  ჩემი ხელობის საფასურის გარეშე დავუმზადო ის. ნეტა მქონდეს ამდენი ფული,  სულ ყველას ახალ ავეჯს გავუკეთებდი…

რუსთავში პატარა საამქრო მაქვს. უკვე წლებია,  მეგობართან ერთად ვმუშაობ.  როდესაც ფეისბუქზე სტატუსი გამოვაქვეყნე,  მაშინვე დამიკავშირდა რამდენიმე დაზარალებული,  მადლობა გადამიხადეს და მითხრეს, როცა დაწყნარდებოდა სიტუაცია და დაბინავდებოდნენ, აუცილებლად მომმართავდნენ… მეუღლე და 2 შვილი მყავს, სხვათა შორის, მათთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს. მათ იციან ჩემი ხასიათი და რომც გაიგონ, არც გაუკვირდებათ“, – განაცხადა „კვირასთან“  პაპიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები