დავით ნარმანია: ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა სტიქიის ადგილზე, გაუქმდება

 თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის ადგილებში “სითი-პარკის” მიერ დაჯარიმებული მანქანების მფლობელებს ჯარიმები მოეხსნებათ. მისივე თქმით, ეს იყო მხოლოდ “სითი პარკის” ერთი თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედება.

“ზოოპარკთან დააჯარიმეს მანქანები, ჩვენ მივიღეთ ამაზე ინფორმაცია. ეს იყო “სითი პარკის” ერთი თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედება და ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა სტიქიის ადგილზე, გაუქმდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები