სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში ვეფხვს და აფთარს თბილისის სხვადასხვა უბნებში ეძებდნენ

ამ დრომდე ვერ ხერხდება ერთი ვეფხვის და ერთი ზოლიანი აფთრის პოვნა. საგანგებო ჯგუფები გუშინ, გვიან ღამით, 112-ზე შესული შეტყობინების შემდეგ  რამდენიმე ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობის ინფორმაციით, შესაძლოა მტაცებლები ყოფილიყვნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ ნადირის ღრიალის ხმა გაიგეს. ცინცაძის 4 ნომერთან სპეცდანიშნულების რაზმი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდა. სპეციალისტები იმყოფებოდნენ ნუცუბიძის ქუჩაზე, ხილიანზე და კოსტავაზეც, თუმცა არცერთ ადგილზე გარეული ცხოველი არ აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები