თბილისის მერიამ დაზარალებულებს მედიკამენტები გადასცა

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საჭიროებების მიხედვით მედიკამენტები და სხვა სამედიცინო საშუალებები გადასცა.
თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ აკაკი დანელიამ დაზარალებულებს მედიკამენტები სასტუმრო „ლევილში“, „ხიბლსა“ და „თელაში“ დაურიგეს.
აღნიშნულ დახმარებას ყველა სასტუმროში განთავსებული დაზარალებული ოჯახი მიიღებს.
ნინა ხატისკაცის განცხადებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფამდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ყველა სასტუმროში აღრიცხა დაზარალებული მოსახლეობა და უზრუნველყო მათთან ოჯახის ექიმებისა და პედიატრების მიყვანა, რომლებმაც დაზარალებულებს ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია და საჭიროების მიხედვით რეცეპტები გამოწერეს.
დაზარალებულებს გადაეცათ წნევის საზომი აპარატები, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული, საგულე, სიცხის დამწევი, გაციების საწინააღმდეგო, მსუბუქი დამაშვიდებელი საშუალებები, ბამბა, ბინტი, წყალბადის ზეჟანგი, იოდი და პირადი ჰიგიენის ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები