დავით ნარმანია: სვანიძის ქუჩაზე 4 სახლი დემონტაჟს ექვემდებარება

სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თურქეთის ელჩთან და სტამბოლის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ადგილზე სპეციალური ტექნიკა და ჯარისკაცები მუშაობენ.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სვანიძის ქუჩაზე მოხდა სახლების შესწავლა. მისი განცხადებით, 4 სახლი საკმაოდ ავარიულია და დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს.
“საკმაოდ ოპერატიულად, კოორდინირებულად, ეფექტურად დავიწყეთ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა ისევე როგორც მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და ყველა უწყება მაქსიმალურად არის მობილიზებული”, – განაცხადა ნარმანიამ.
როგორც მერმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს, სვანიძის ქუჩაზე იმუშავებენ ის მოხალისეები, რომლებსაც შესაბამისი აღჭურვილობა ექნებათ და სათანადოდო იქნებიან ჩაცმულები. მისივე თქმით, მოხალისეებს სპეციალური ხელთათმანები უნდა ჰქონდეთ და ისეთი ტანსაცმელი უნდა ეცვათ, რომელიც მათ სხეულს მთლიანად დაფარავს.
“ჩვენ კოორდინაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შტაბთან. მხოლოდ ასე აღჭურვილი ადამიანები იქნებიან ამ ტერიტორიაზე დაშვებულები. ადგილზე აქტიურად მუშაობენ ჯარის ნაწილები. მერიისა და ენერგეტიკის სამინისტროს ქვემდებარე სამსახურები, რათა დამუშავდეს მდინარის მიერ ჩამოტანილი ხე-ტყე და ამოვიტანოთ ის მდინარის კალაპოტიდან, რათა შემდგომ წვიმებისა და წყლის ადიდების შემთხვევაში, ასევე არ დადგეს რისკის საფრთხე”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები