ერევანში, საქართველოს საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა სოლიდარობის აქცია გაიმართა სომხეთში, საქართველოს საელჩოსთან. მოსახლეობამ საქართველოს საელჩოსთან ყვავილები მიიტანა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც ყოველთვის გვეხმარებოდა რთულ ვითარებაში. როდესაც 1988 წელს სომხეთში მიწისძვრა მოხდა, ქართველი მაშველები პირველები ჩამოვიდნენ და დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობას ეხმარებოდნენ. მე იქ ქართველი ქალებიც კი ვნახე, რომლებიც ნანგრევებში ცოცხალ ადამიანებს ეძებდნენ. მაშის ეს ჩემთვის ძალზე მოულოდნელი იყო“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საქართველოს საელჩოში გახსნილია სამძიმრის წიგნი. როგორც საქართველსო ელჩმა სომხეთში თენგიზ შარმანაშვილმა რადიო „აზატუტიუნს“ განუცხადა, სომხეთის პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა იქ ჩანაწერები უკვე დატოვეს. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური სამძიმარი უკვე გამოუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები