დავით სერგეენკო: სტიქიის შედეგად დაზარალებული 6 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 6 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათგან ერთი რეანიმაციურ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა, თუმცა, დღესვე სხვა დაზარალებული შევიდა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაშავებული 6 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, თბილისში 13-14 ივნისს მომხდარ წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 4 პირი მიიჩნევა.
სტიქიის შედეგად განადგურებული ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლები კი ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები