ოთარ ცუხიშვილის ოჯახს მთავრობა დაეხმარება

ოთარ ცუხიშვილის ოჯახს, რომელიც დღეს ვეფხვისგან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, მთავრობა დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ცუხიშვილის ოჯახი დახმარებას იგივე პრინციპით მიიღებს, რა პრინციპზეც მთავრობამ გადაწყვეტილება სტიქიის შედეგად დაზარალებულებთან მიმართებაში მიიღო.

“მინდა ვუთანაგრძნო ჩვენი დაღუპული მოქალაქის ოჯახს. ამ ოჯახსაც გაეწევა ის დახმარება, რა დახმარების შესახებაც მთავრობის სხდომაზე საერთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – განაცხადა ნარმანიამ.

ასევე, დედაქალაქის მერის თქმით, სარიტუალო მომსახურებასაც თავის თავზე თბილისის მერია იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები