ასი ათასი ლარი და 3-ოთახიანი ბინა სტიქიით დაზარალებულებს საპატრიარქოსგან გადაეცემათ

მე მივეცი ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოს, რომ საპატრიარქომ შესწიროს 100 000 ლარი გაჭირვებულთათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით ბრძანა.
როგორც ილია მეორემ განაცხადა, საპატრიარქო ასევე 3-ოთახიან ბინას გადასცემს სტიქიით დაზარალებულ, მრავალშვილიან გაჭირვებულ ოჯახს და დასძინა, რომ მას იმედი აქვს, ცალკეული ეპარქიები, შეძლებისდაგვარად, დაეხმარებიან სტიქიით დაზარალებულებს.
პატრიარქმა ამავე ეთერით, თბილისის მოსახლეობას გაჭირვებულთა გვერდით დგომისკენ მოუწოდა.
“ამ ბოლო დღეების სტიქიურმა მოვლენებმა დიდად შეგვაწუხა ჩვენ ყველანი, მრავალნი გარდაიცვალა, მრავალი დარჩა უსახლკაროდ. უნდა ითქვას, რომ ამ მწუხარებამ და განსაცდელმა გააერთიანა ქართველი ხალხი და მთელი ხალხი დასახმარებლად გადმოვიდა.
ეკლესია, რა თქმა უნდა, აქტიურად მონაწილეობს ამაში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთბთ იმისთვის,რომ შეძლებისდაგვარად დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულებს.
მე მივეცი ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოს, რომ საპატრიარქომ შესწიროს 100 000 ლარი გაჭირვებულთათვის. იმედი მაქვს, რომ ეპარქიებიც ცალკე გააკეთებენ შეწირულობას, ვისაც რა შეუძლია.
ჩვენ საპატრიარქოს შემოსწირეს 3-ოთახიანი ბინა და მე ვეცდები, გამოვნახოთ მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც აღარ აქვს არავითარი საშუალება და სახლი და გადავცეთ ამ მრავალშვილიან ოჯახს.
მივმართავ ყველას, ვისაც აქვს საშუალება დახმარებისა, რომ გაუწიონ დახმარება გაჭირვებულ ადამიანებს”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები