ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ სახელმწიფო კომისიას კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ვქმნით

სახელმწიფო იწყებს ძირეული პროექტის განხორციელებას, რომ ასეთი კატასტროფა აღარ განმეორდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, სახელმწიფო კომისიას თავად უხელმძღვანელებს და ასევე, კომისის წევრები მინისტრები, თბილისის მერი, მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები იქნებიან.
“კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ჩვენ დღეს ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. ამისთვის ჩვენ ვქმნით სახელმწიფო კომისიას. კომისიის მუშაობაში ჩაერთვება მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, გეოლოგები, არქიტექტორ-ურბანისტები, გეოკონსტრუქტორები და სხვა სპეციალისტები, რათა თითოეულ დეტალზე მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური დასკვნები მომზადდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ ჩვენ სამუშაოები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ახალი სახელმწიფო კომისიის მისია ბუნებრივი სტიქიური რისკების მინიმუმამდე დაყვანა იქნება.
“მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ხეობისა და ამ მდინარის პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფო იწყებს ძირეული პროექტის განხორციელებას, რომ ასეთი კატასტროფა აღარ განმეორდეს აღარასოდეს. ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი.
ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. კომისიას მე ვუხელმძღვანელებ, ჩვენ დავიქირავებთ ყველაზე გამოცდილ, მსოფლიოში ცნობილ კომპანიებს, ექსპერტებს ჩავრთავთ ამ პროექტში. ასევე, ქალაქის მერი იქნება თანათავმჯდომარე, კომისიის წევრები იქნებიან მინისტრები და ა.შ. “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები