თბილისის მერია: ზოოპარკიდან სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების გატანა მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ნაშალი მასალისაგან ყველა ტერიტორიული ადგილი იწმინდება, ასევე, ზოოპარკიდან სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების ტერიტორიიდან გატანა.
გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მზიურში.
პროცესი მაშველებისა და მოხალისეების კოორდინაციით ხორციელდება. ადგილზე განთავსებულია პირველადი დახმარების პუნქტები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ჩიქოვანის ქუჩაზეც. ჩიქოვანის 30, 34 და 36 ნომერში მდებარე კორპუსებთან სპეციალური ტექნიკა მუშაობს.
სამუშაოები გრძელდება კოსტავას 63-შიც, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები და სტუდენტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები