ირაკლი ღარიბაშვილი: ერთი ან ორი მტაცებელი მაღალი ალბათობით ქალაქშია

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც ესწრება.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ გურიელიძის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მას აბსურდული უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ სხვა რამდენიმე პოლიტიკური ძალა ცდილობს შექმნილი სიტუაცია პარტიისთვის ქულების დასაწერად გამოიყენოს.

„გურიელიძის დაკავება არის აბსურდი.“ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. ეს ამორალური და უზნეო საქციელია, მე მოვუწოდებ პარტიების წარმომადგენლებს იმოქმედონ ქვეყნის და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ კრიზისმა ბატონი ზურას თავზე გადაიარა. ბატონი ზურას პირველი დამცელი მე ვიქნები. ყველაზე მეტად ალბათ ის განიცდის რაც მოხდა. მე მინდა ყველას მოგიწოდით შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არ უნდა შევეცადოთ სპეკულაციების შემოტანას და არც სხვას მივცეთ ამის საშუალება. დღეს რომ ადამიანი გარდაიცვალა ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო, ამაში უჩვეულო არაფერია. საქმე მაღალი ალბათობით ტრაგიკულ, უბედურ შემთხვევასთან გვაქვს. დადასტურებული ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთი ან ორი მტაცებელი მაღალი ალბათობით ქალაქშია. მოსახლეობას მოვუწოდებ ასეთი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყონებლივ დარეკეთ 112-ზე,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები